logo_geo
eng_logo
The Telegraph: დაბადებით მამაკაცმა ძუძუთი კვება რომ შეძლოს, მას უნდა განუვითარდეს რძის წარმომქმნელი ჯირკვლები ჰორმონ პროგესტინის მიღებით
- +

22 თებერვალი. 2024. 11:15

 

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც  დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა “ტელეგრაფი” წერს.

 

საავადმყოფოების გაერთიანება, რომელიც მართავს  სასექსის საგრაფოს ჰოსპიტალს, უორთინგის ჰოსპიტალს და ალექსანდრას ბავშვთა სამეფო საავადმყოფოს, პირველი იყო ბრიტანეთში, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „მკერდით კვება“ ძუძუთი კვების ნაცვლად, რადგან ზოგიერთის აზრით, ის უფრო ინკლუზიურად ითვლება.

 

გაერთიანებამ შექმნა ის, რასაც ეწოდა ბრიტანეთის „პირველი კლინიკური და ენობრივი გაიდლაინები, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანს და არაბინარულ მშობიარე ადამიანების“ 2021 წელს.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ დაბადებით მამაკაცმა ძუძუთი კვება შეძლოს, მას უნდა განუვითარდეს რძის წარმომქმნელი ჯირკვლები ჰორმონ პროგესტინის მიღებით.

 

მათივე ცნობით, "პრეპარატით გამოწვეული"  "ძუძუთი კვების" დროს გამოყოფილი სითხე, "შედარებადია" დედის რძესთან და შესაძლოა მას გაუთანაბრდეს.

 

როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის გვერდზეა მითითებული,  თუ პირი ტრანსი ან არაბინარულია და მას “მკერდით კვება” შეუძლია, მისი გადასაწყვეტია, გამოკვებავს თუ არა ჩვილს. ის ყველა შემთხვევაში, სრულ მხარდაჭერას მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner