logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის NATO-ს ერთგული პარტნიორი
- +

22 თებერვალი. 2024. 11:20

 

 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის NATO-ს ერთგული პარტნიორი და NATO გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მან პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.

 

„კიდევ ერთხელ აღინიშნა ის დამოკიდებულება, რომელიც NATO-ს გააჩნია საქართველოს მიმართ. მისი უსაფრთხოების ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეფასება, რომ საქართველო არის NATO-ს ერთგული პარტნიორი და NATO გააგრძელებს ყველა შესაძლო მექანიზმით საქართველოს გაძლიერებასა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომელი მიმართულებითაც საქართველო-NATO-ს თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ საქართველოს ბრიუსელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაკეთებული კონკრეტული გზავნილები ადასტურებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ურყევია და მიზანი ევროპული სტრუქტურებში გაწევრიანებაა. გზავნილების ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელის რანგში ბრიუსელში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამთავრობო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. ირაკლი კობახიძე შეხვდა მაღალი თანამდებობის პირს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner