logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი გახარიას შესახებ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული
- +

22 თებერვალი. 2024. 12:16

 

 

„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა, თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ გახარიას პარტიასთან სამომავლოდ კი არა, დღესაც თანამშრომლობს.

 

მისი თქმით, მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს.

 

„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ვინმესთან მართალია, რა თქმა უნდა თანამშრომლობენ, იმიტომ, რომ საკრებულოებში უმრავლესობა აქვთ შეკრული. იმ მცირე საკრებულოებში, სადაც მოახერხეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას გუნდს ემუშავა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, შეკრეს უმრავლესობა და ეწევიან საბოტაჟს,  ადგილზე რაიონებში და რეგიონებში, ყოველდღიური ყოფის  დონეზე ქმნიან პრობლემებს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner