„მსოფლიოში ათასი უბედურება ხდება, დაწყებული ეკოლოგიური კატასტროფებიდან უსაფრთხოების არქიტექტურის გაუაზრებელი ცვლილებებითა თუ ექსპერიმენტებით დამთავრებული. სამწუხაროდ, კანონებისა და მორალის აღრევა თუ არევა ერთ-ერთი უპირატესი გახდა, ადამიანებმა მარტივად აქციეს ზურგი ისტორიას, კულტურას, ტრადიციას და რაც მთავარია ღმერთს“, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს, რითაც ეხმიანება ინფორმაციას ესპანეთში LGBT კარნავალზე ეროტიკულ სამოსში გამოწყობილი ბავშვების გამოჩენის ფაქტს და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ ტრანსგენდერი ქალების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე.
ნიკოლეიშვილის თქმით, არ უნდა საქართველოში მსგავსი სახის პროპაგანდის შემოდინება და არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ამის გამო ვინმე ფობიებს ან დემოკრატიის თუ გაუკუღმართებული თავისუფლების ხელყოფას დაგვწამებს.
"მსოფლიოში ათასი უბედურება ხდება, დაწყებული ეკოლოგიური კატასტროფებიდან უსაფრთხოების არქიტექტურის გაუაზრებელი ცვლილებებითა თუ ექსპერიმენტებით დამთავრებული. სამწუხაროდ, კანონებისა და მორალის აღრევა თუ არევა ერთ-ერთი უპირატესი გახდა, ადამიანებმა მარტივად აქციეს ზურგი ისტორიას, კულტურას, ტრადიციას და რაც მთავარია ღმერთს, ვითომ სიტყვის, ქცევისა და პირადი უფლებებისა და თავისუფლების საფარქვეშ გაუგონარ, მაგრამ რომ ჰკითხო ზე-ლიბერალურ და ზე-დემოკრატიის ლოზუნგით გამოდიან. აბა, გაბედე და ისეთი რამე თქვი, რომელიც ამ უღმერთოებს არ აწყობთ, იმწამსვე ათას ფობიებს დაგაბრალებენ, სასამართლოებს მოგიწყობენ, ის კი არა და ზოგიერთი ქვეყნის საკონსულომ შეიძლება პასპორტში ვიზაც კი არ ჩაგირტყას.
არავის არ ვერჩი და არც ვძალადობ, მაგრამ მე არ მომწონს გეი აღლუმები, არ ვეთანხმები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მტკიცედ მწამს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ამ ერთობას კი ღვთის კურთხევა უფრო ამტკიცებს, ასე გამრავლდნენ თავის დროზე ჩემი წინაპრები, არა მარტო ჩემი, ყველასი, ასე გამრავლდნენ ადამიანები მთელ სამყაროში. შესაბამისად, ვერ ვიგებ, რამდენად ნორმალურია, როდესაც ვიღაცა ხესთან ან ბუჩქთან ქორწინდება, ან სულაც ძაღლთან, კატასთან, გნებავთ ნებისმიერ ცხოველთან აქვს სექსუალური ურთიერთობა, მიუღებელია, როცა ვიგებთ სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით "გამოპრანჭული" ბავშვები აღლუმებში იღებენ მონაწილეობას, ვიღაცა კი ამტკიცებს, რომ დედის რძის ჩანაცვლება „მამის“ რძით შეიძლება.
ღმერთო, შენ გვიშველეო, იტყვის ვიღაც, მარტო ღმერთი რას გვიშველის, თუ უღმერთობით ვიქნებით შეპყრობილები, თუ ჩვენს ისტორიას, კულტურას, ენას, ტრადიციებსა და მორალს არ გავუფრთხილდებით, გავუფრთხილდებით კია არადა, მკაცრად არ დავიცავთ? არ უნდა დაუშვათ ჩვენს, მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, ეშმაკებისა და ჭინკების შემოდინება, არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ამის გამო ვიღაც ან ფობიებს ან დემოკრატიის თუ გაუკუღმართებული თავისუფლების ხელყოფას დაგვწამებს. ჩვენ იმ ქვეყნის შვილები და შვილიშვილები ვართ, ვინც საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი სამშობლოს უკანასკნელი სისხლის ფასად იცავდა, ვინც ქრისტიანობის გამო თავს სწირავდა, ვისთვისაც ყოველთვის წმინდა იყო ბავშვი, დედა, მამა, მშობელი, და, ძმა, ქალი, ვაჟკაცობა, მეგობარი, ოჯახი, ნათესავი, წინაპარი, სოფელი, ქალაქი თუ ქვეყანა, ვაზი, ეკლესია თუ მონასტერი, ერი თუ ბერი. ამიტომაც არის ჩვენთან დღემდე უფალი, ამიტომაც გვფარველობენ ჩვენი წმინდანები, ამიტომაც ვამაყობთ ჩვენი წარმომავლობითა და ადამიანობით, ამიტომაც ვართ საქართველოს შვილები და ამიტომაც ჰქვია ჩვენ ქვეყანას საქართველო, უძველესი ცივილიზაციის, ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, მანდილოსნებისა და ვაჟკაცების სამშობლო", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.