logo_geo
eng_logo
ნანა თხელიძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში ერთი გოგონა მიზანმიმართულად გააგიჟეს!
- +

14 სექტემბერი. 2016. 18:21



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ყოფილმა პოლიტპატიმარმა და პროკურორმა ნანა თხელიძემ სააკაშვილის რეჟიმის დროს ქალთა ციხეში მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა. თხელიძემ რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, როცა პატიმარი ქალები თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ და მიზანმიმართულად აავადებდნენ პატიმრებს.



„მახსენდება რამდენიმე პატიმარი ქალი, რომლებმაც თავი ჩამოიხრჩვეს. სხვებმა - ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაასრულეს სიცოცხლე! ერთი გოგონა მიზანმიმართულად დააავადეს, გააგიჟეს! მერე საგიჟეთში გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მის ტრაგედიაში მონაწილე თანამშრომლები დღემდე დაუსჯელები არიან! მე შემიძლია, ბატონ გოგას დავაკავშირო ყოფილი პატიმარი ქალები, რომლებიც კონკრეტულ ტრაგედიებს მოუყვებიან!" - აღნიშნა თხელიძემ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner