logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პარლამენტში გვყავს ხელმოცარულები და რადიკალები, რომელთა ინიციატივაც უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა
- +

22 თებერვალი. 2024. 13:24

 

 

დღეს სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ხელმოცარულები და რადიკალები პარლამენტში, რომელთა ინიციატივაც უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ არ ვაძლევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად არის განწყობილი, მმართველმა გუნდმა მაინც მოახერხა პარლამენტში მუშაობა შედეგზე ორიენტირებული ყოფილიყო.

 

„ობსტრუქცია, დესტრუქცია, ქაოსი, დაძაბულობა, ეს იყო და ეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ბატონი შალვას ხელმძღვანელობით, რომ პარლამენტი ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული. ეს შედეგი რა არის? ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო დავწინაურდეთ. ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ რადიკალები ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციური სცენარისთვის და ეს იყო წამოცდენა, რაც ჩვენთვის სიურპრიზი არ არის. თურმე, ცხელი ზაფხული და შემდეგ ცხელი შემოდგომა გველოდება, ეს იყო პრერევოლუციური მომზადებები, რაც ჯანაშიამ ბრძანა, იქ ხაზარაძე ცეცხლოვანი მუსტანგით, მანდ მოსახვევში ფრთხილად იარე, ჩემო ძმაო, ბევრი გვინახავს ამხედრებულები ხან მუსტანგებზე, ხან კადილაკებზე, მაგრამ მერე გვინახავს მოსახვევებში, ასე რომ ფრთხილად იყავი“, – განაცხადა ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner