logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ხვალ პრემიერთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას
- +

22 თებერვალი. 2024. 13:54

 

 

ხვალ პრემიერ-მინისტრთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

„ხვალინდელ შეხვედრაზე იქნება დასახელებული არგუმენტები და ყოველგვარი ემოცია იქნება გადადებული გვერდზე. ექიმები სწორად გამიგებენ: მნიშვნელობა აქვს არა იმას, არის თუ არა პროტესტი, არამედ იმას - რომელ მხარეს იქნება უფრო მყარი არგუმენტები. ამას ისინი გაგებით ხვდებიან, სწორად აფასებენ მოვლენებს და მზად არიან, წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები. ბევრი ვესაუბრე მათ წარმომადგენლებს და ისინი სწორად აფასებენ ამ სიტუაციას. ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება ხვალინდელ შეხვედრაზე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას. ხვალინდელი შეხვედრის წინ ამის იმედი მაქვს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner