logo_geo
eng_logo
ლევან კობიაშვილი: არ მგონია, ბევრი პარტიის წარმომადგენელს ჰქონდეს სპორტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა
- +

14 სექტემბერი. 2016. 18:23



„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „კვირის პალიტრასთან" პოლიტიკაში მის ჩართულობაზე და სპორტის განვითარებაზე ისაუბრა. როგორც კობიაშვილმა „კვირის პალიტრას" განუცხადა, სპორტში მიღებული გამოცდილება საშუალებას მისცემს, რომ საკანონმდებლო დონეზე იმუშაოს სპორტის მეტი მხარდაჭერისთვის.




„სპორტში წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად ვიმუშაო საკანონმდებლო დონეზე სპორტის მეტი მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ ხელისუფლება ხედავს ქვეყნისთვის სპორტის მნიშვნელობას, შეიქმნა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობა იწყება. კენჭს იმ უბანში ვიყრი, სადაც გავიზარდე. ჩემს სახლთან მოედანი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ფეხბურთი არც ამერჩია...

 

არ მწყინს მათი დამოკიდებულება, ვინც სკეპტიკურად უყურებს ჩემს სურვილს, გავხდე დეპუტატი. თვითონაც ვარ ხოლმე თვითკრიტიკული და სხვის მოსაზრებებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ ხომ ფუნქციონირებს პარლამენტში სპორტის კომიტეტი და რატომ არის გასაკვირი, თუ ყოფილ სპორტსმენებსაც გვინდა, დავეხმაროთ საკუთარ უბანს, ქალაქს, ქვეყანას?! არ მგონია, რომ ბევრი პარტიის წარმომადგენელს ჰქონდეს გატანილი სპორტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ წინასწარ ლაპარაკს სჯობს, დავიცადოთ და ვნახოთ, ვინ როგორ იმუშავებს", - აღნიშნა, ლევან კობიაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner