„ვისოლის“ ორგანიზებით, 2 მარტს გუდაურში სამოყვარულო სათხილამურო ტურნირი - „Wissol Snow Games“ გაიმართება. ღონისძიების მთავარი პარტნიორია SOLO.
ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს ბიატლონსა (თხილამურებით სრიალი და მიზანში სროლა) და სხვადასხვა სახალისო ბარიერის გადალახვაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული ოლიმპიური მეთოდით გამოვლინდება და მოიგებს ის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს ესტაფეტას. ტურნირის მასპინძელია „ახალი გუდაური რედკოსგან“, შეჯიბრის სპორტულ ნაწილს კი MTA („მთის ტრასების სააგენტო“) და TRIFECTA SPORTS მართავს.
Wissol Snow Games-ში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ან ადგილზე დარეგისტრირდნენ 2 მარტს, დილის 10:30 საათიდან 11:30 საათამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
„მაშინ, როცა „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური და „სმარტის“ სუპერმარკეტი გუდაურში გაიხსნა, კურორტის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. ერთადერთი სივრცე, სადაც სრიალის დაწყებამდე კომფორტულად შეგეძლო ყველა საჭირო პროდუქტის ყიდვა, გათბობა, გემრიელი ყავის მირთმევა, საწვავით ავტომობილის გამართვა და უსაფრთხოდ სახლში დაბრუნება, სწორედ ეს ობიექტი იყო. დღემდე „ვისოლი“ და „სმარტი“ გუდაურის სათხილამურო კურორტისთვის მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილია, შესაბამისად, „Wissol Snow Games“ ტურნირით გვინდა მოთხილამურეებს ისეთი დაუვიწყარი, სახალისო და საინტერესო დღე ვაჩუქოთ, რომელსაც ყოველწლიურად დაელოდებიან“, - აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორი სალომე გველესიანი.
„SOLO მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების შექმნას განაგრძობს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გაატარონ დაუვიწყარი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ Wissol Snow Games-ის პარტნიორები ვართ. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა მოთხილამურეებისთვის დასამახსოვრებელი ზამთრის სეზონის შექმნის საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ტურნირის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, რომ Wissol Snow Games-ის ფარგლებში ისინი სასიამოვნო მოგონებებს შეიქმნიან“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.
Wissol Snow Games-ის ფარგლებში მონაწილეებსა და გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ „სმარტის“ კუთხეს, სადაც მათ დახვდებათ გლინტვაინი, ლუკა ნაჭყებიას რეცეპტებით დამზადებული ხემსები, ექსკლუზიური პროდუქტები. ამასთან, ტურნირს მუსიკალურად გააფორმებს DJ. ღონისძიება კი SALIO-ს კონცერტით დასრულდება.