logo_geo
eng_logo
კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის თანამშრომლობაზე: ისინი ერთი სისტემის ნაწილები არიან
- +

22 თებერვალი. 2024. 15:39

 

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა რეგიონებში უკვე დიდი ხანია, გრძელდება.

 

„ეს თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია  მიმდინარეობს და რეგიონებში ჩვეულებრივად გრძელდება. ისინი ერთი სისტემის ნაწილები არიან სხვადასხვა  სახით. ყველამ იცის, თუ რა უნდა გააკეთოს. გახარიას პარტიამ იცის, რომ ეს შეიძლება დამაზიანებელი იყოს წინასაარჩევნოდ მათთვის და ცდილობს, როგორმე თავი აარიდოს იმ რეალობას, რა რეალობაც არის კონკრეტულ რაიონებში და  რეგიონებში მათი თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner