დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ სანქციების სამიზნე ის პირები და ორგანიზაციებია, რომლებიც რუსეთს აწვდიან საბრძოლო მასალას, როგორიცაა რაკეტების გამშვები სისტემები, რაკეტები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
რუსეთის შემოსავლის წყაროები ასევე დაექვემდებარება შეზღუდვებს, მათ შორის ლითონები, ბრილიანტები და ენერგორესურსები.