საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ დიმიტრი მედვედევის განცხადებებზე კომენტარის გაკეთების საფუძველს ვერ ხედავს.
მანამდე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საბოლოო მიზანი კიევი უნდა იყოს.
"ჩვენ, როგორც წესი, არ ვაკეთებთ კომენტარს იმ ადამიანების სიტყვებზე, რომლებიც ცდილობენ ყურადღების მიქცევას. მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია, რომ თქვენ მიერ ნახსენები ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია", - აღნიშნა პიტერ სტანომ.
პიტერ სტანომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც სამართლიანად იცავს თავს აგრესიისგან.