"რამდენად ჩიხშია ოპოზიცია, რომ ერთ საქმეს ვერ ასახელებენ ბოლო 12 წლიდან. ვეკითხებით, რა პრობლემა აქვს სასამართლოს და რომელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო - 2024 წელია და 2007-2008 წლის საქმეებით გველაპარაკებიან," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ასახელებდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეს - ტყუილი აღმოჩნდა, მელიას საქმე - ტყუილი აღმოჩნდა, ასახელებდნენ სააკაშვილის საქმეს - ტყუილი აღმოჩნდა, ახალიას საქმე - ტყუილი აღმოჩნდა. მოსამართლეების გაყრა და ფილტრში გატარება ეს არის ის, რაც 2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.