"რადიკალიზმია ქართული პოლიტიკის პრობლემა - არა პოლარიზაცია, არამედ ის, რომ არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას და 2%-იანი პარტიები ცდილობენ რამენაირად, არადემოკრატიული გზით მოიპოვონ ხელისუფლება ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამას ვაკვირდებით, მაგრამ ეს კინო უკვე რამდენჯერ გვაქვს ნანახი. გაიხსენეთ, რამდენი ასეთი რევოლუციონერი ჰყავდა საზოგადოებას ბოლო 12 წლის განმავლობაში და ნახეთ, საბოლოო ჯამში სად დაამთავრეს - ყველას სათანადო პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.