"მე მათ [ოპოზიციას] შევთავაზე სარკე, თუ რაიმე ამ სარკეში მათში იწვევს ასეთ ემოციებს, ალბათ უფრო საკუთარ თავსა და საკუთარ საქციელზე უნდა დაფიქრდნენ, "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა პარლამენტის დღევანდელ სხდომას ეხებოდა, სადაც მან დეპუტატის კითხვებს უპასუხა.
„როგორც ჩანს, ჩვენი ოპოზიცია ისე ჩამოცილებულია საპარლამენტო ცხოვრებას, დღეს აღმოაჩინეს ალბათ ჩემს სიტყვებში, რომ ადამიანია ყველა იმ კანონში, რომელსაც პარლამენტი იღებს. ადამიანია ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც პარლამენტი იღებს. ყველა ის კანონი, რომელშიც ისინი არ მონაწილეობენ, ეხება ადამიანებსა, ჩვენს მოქალაქეებსა და მათ ცხოვრობს. ერთი-ორი თემის გარდა, რომლებზეც მათ უყვართ საუბარი ან დაინტერესდნენ, საერთოდ ვერ ხედავენ, რას აკეთებს პარლამენტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.