logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან - ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება
- +

22 თებერვალი. 2024. 23:29

"არის ქვეყნები, რომლებსაც დაწესებული აქვთ რუსეთის მიმართ სანქციები და მათი ინტერესია, რომ საქართველომაც დაუწესოს სანქციები რუსეთს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი ხალხის ინტერესში არ შედის. მოკლედ რომ ვთქვა, სანქციების დაწესება უდრის სამხედრო კონფლიქტის რისკს და ეკონომიკურ კატასტროფას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

მისი თქმით, დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან.

 

 

არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს, მიუხედავად იმისა, ეს რუსეთიდან იქნება, ევროპიდან თუ ამერიკიდან. ეს არის სუვერენიტეტის არსი - შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნები არ ერევიან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner