"არის ქვეყნები, რომლებსაც დაწესებული აქვთ რუსეთის მიმართ სანქციები და მათი ინტერესია, რომ საქართველომაც დაუწესოს სანქციები რუსეთს," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი ხალხის ინტერესში არ შედის. მოკლედ რომ ვთქვა, სანქციების დაწესება უდრის სამხედრო კონფლიქტის რისკს და ეკონომიკურ კატასტროფას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციაში არის არაფორმალურად შექმნილი სტრუქტურები ყალბი ორგანიზაციების სახით, რომლითაც ისინი ხელფასს იღებენ სხვა ქვეყნებიდან.
„არაფერი ესაქმება ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს, მიუხედავად იმისა, ეს რუსეთიდან იქნება, ევროპიდან თუ ამერიკიდან. ეს არის სუვერენიტეტის არსი - შიდა პოლიტიკაში სხვა ქვეყნები არ ერევიან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.