"როდესაც არსებობს ბოროტი განზრახვა, რა თქმა უნდა, რთულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან დეზინფორმაცია მით უფრო ძლიერია, რაც უფრო კოორდინირებულად ხდება მისი გავრცელება," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამ მხრივ ძალიან ძლიერი კოორდინირება აქვთ ოპოზიციას. ამ ყველაფერში ფული იხარჯება, მაგრამ სიმართლეს ყოველთვის ერთი რამ აქვს კარგი - შეიძლება დაგვიანდეს, მაგრამ ის ყოველთვის თავის თავს აჩვენებს საზოგადოებას და საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება გამოწრთობილია ამ მხრივ. მეტი რაღა მტკიცებულება მოვიტანოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების გარშემო ან თავად ქმნიდნენ ყალბ ამბებს და ავრცელებდნენ ან ჩუმად იყვნენ და ქვეყანას არ იცავდნენ ამ ყალბი ნარატივისგან. ან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაც გადავიტანეთ - ყალბი სტატიები, ყალბი ექიმები და ყალბი დასკვნები. ვფიქრობ, ამ მხრივ გარკვეულ გარდატეხას ვაღწევთ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რა რეაქციები ჰქონდათ დღეს, ჩემი გამოსვლისას - ვეღარ არიან ისეთი თამამები საკუთარი სიყალბის გავრცელებაში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.