"ოლიგარქია, მიტაცება, კლანი - ეს სიტყვები ოპოზიციის ტერმინოლოგიიდან უცებ ამოვარდა და მათ ტერმინოლოგიაში პირველად შემოვიდა სოციალური საკითხები, განათლება და ა.შ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც არჩევნები მოახლოვდა, ოპოზიცია მიხვდა ხალხს რა სჭირდება. მიხვდნენ, რომ ის თემები, რომლითაც ცდილობდნენ გარკვეული მღელვარებები შეექმნათ, სინამდვილეში საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არარელევანტურია. არჩევნები რომ მოახლოვდა, ახლა გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ რაზე უნდა ილაპარაკონ. რასაც ახლა ოპოზიცია ლაპარაკობს, ამას „ქართული ოცნება“ წლებია აკეთებს. როდესაც საქართველოს პარლამენტი სხვადასხვა სოციალურ პროგრამებს მხარს უჭერდა, მაშინ უნდა ყოფილიყვნენ ყურადღებით. დღეს პარლამენტში ახსენეს ბავშვებიო - ბავშვი, ეს ტერმინი მათთვის არც კი არსებობდა. მაშინ მათთვის არაფერი რელევანტური არ იყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.