logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად
- +

22 თებერვალი. 2024. 23:53

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, იყო ძალიან დატვირთული, შეხვედრების მთელი არსენალი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ყველაფერი მოხერხდა ორ დღეში.

 

 

„ფაქტობრივად, ყველა უმაღლესი დონის შეხვედრა შედგა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტთან, უმაღლეს საგარეო წარმომადგენელთან, ნატოს გენერალურ მდივანთან, ორ საბჭოს დაესწრო, როგორც ასოცირების საბჭოს ევროპარლამენტში, ისე ნატო-საქართველოს კომისიას ნატოს მთავარ ოფისში. ასე რომ, მთელი არსენალი შეხვედრების, რაც კი შეიძლება ყოფილიყო, ყველაფერი ორ დღეში მოხერხდა. როგორც ჩვენი პარტნიორების რეაქციებიდან გამოჩნდა, ბრიფინგებისა თუ კომენტარების დროს, თუ რამდენად თბილი და განსაკუთრებული იყო ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი იყო ეს ვიზიტი მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, აჩვენებს სხვა წონადობას ჩვენი ქვეყნისა. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია ზუსტად იმავე ტემპით, იმავე სისტემური მიდგომით გავაგრძელოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ეს წელი ვაქციოთ შემდგომი დაახლოების წლად. ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა, მათ შორის შინაარსობრივად, მქონდა მეც პრემიერთან საუბარი, ვიცი რომ თბილი, მეგობრული და რაც მთავარია მხარდამჭერი შეხვედრები იყო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სპეციალურად მივიდა ასოცირების საბჭოზე და დაესწრო, ესეც ნიშანი იყო მხარდაჭერის. უნგრეთი 1-ლი ივლისიდან წლის ბოლომდე გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო შეფასდება, ჩვენი შემდგომი წინსვლის საკითხი გადაწყდება და ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი სიგნალი ჩვენი ხალხისთვის, რომ გვექნება მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner