logo_geo
eng_logo
პუტინი ბაიდენის განცხადებაზე: ადეკვატური რეაქციაა - ბაიდენს არ შეუძლია უბრალოდ მითხრას „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“
- +

23 თებერვალი. 2024. 01:24

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე განაცხადა „ჩვენ გვყავს გიჟი, ბ***შვილი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“.

 

 

„მე ვთქვი, რომ [აშშ-ის] ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ მივიჩნევ, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის ბაიდენი უფრო სასურველია. და თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც ახლა მან თქვა, მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს არის ადეკვატური რეაქცია ჩემს განცხადებაზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

ბაიდენს არ შეუძლია უბრალოდ მითხრას: „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“, - დასძინა პუტინმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner