რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე განაცხადა „ჩვენ გვყავს გიჟი, ბ***შვილი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე არის კლიმატი“.
„მე ვთქვი, რომ [აშშ-ის] ნებისმიერ პრეზიდენტთან ვიმუშავებთ, მაგრამ მივიჩნევ, რომ ჩვენთვის, რუსეთისთვის ბაიდენი უფრო სასურველია. და თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც ახლა მან თქვა, მე აბსოლუტურად მართალი ვარ, რადგან ეს არის ადეკვატური რეაქცია ჩემს განცხადებაზე“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ბაიდენს არ შეუძლია უბრალოდ მითხრას: „ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, შენ ძალიან დამეხმარე“, - დასძინა პუტინმა.