logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული
- +

23 თებერვალი. 2024. 00:31

"ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პრობლემა, რომელიც ქუჩაში გაგდებულ და უკონტროლოდ გამრავლებულ ძაღლებთან არის დაკავშირებული," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„დეზინფორმაციის გავრცელების ახალ ტალღასაც არ გამოვრიცხავ, რადგან კვლავ გრძელდება ცრუ ინფორმაციები. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ გულანთებული ძაღლის მოყვარულები შეიყვანონ შეცდომაში და თან დააბულინგონ ისინი - ადამიანები, რომლებიც სათავეში უდგანან ამ პროცესს, ამ აქვთ 2 მიზანი: პირველი მიზანი დაკავშირებულია მათ შინაგან ეგოსთან, რომ ისინი არიან ამ თემის ბატონ-პატრონები და სახელმწიფო არ შევიდეს ამ თემაში და არ უნდა გააკონტროლოს, მეორე კი სამწუხაროდ არის კერძო ინტერესი. ხდება გარკვეული თანხების მობილიზება და არის მოსაზრებები, რომ რიგ შემთხვევებში ძაღლებს იყენებენ სხვადასხვა მიზნით“, - აღნიშნა ბითაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner