logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ქუჩაში ყრიდნენ და უკონტროლოდ ამრავლებდნენ
- +

23 თებერვალი. 2024. 00:43

"ძაღლის ყოლა უნდა გაძვირდეს. არ შეიძლება ყველას ჰყავდეს ძაღლი და მერე ყრიდნენ ქუჩაში და უკონტროლოდ ამრავლებდნენ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

ჩვენ, კანონით საშენებს ძალიან გავაკონტროლებთ. შესაძლებელია ჩვენ აღარ გვქონდეს იმისი უფლება, რომ ჩვენივე ძაღლები გავამრავლოთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ კანონს არ აქვს უკუმოქმედების ძალა. საუბარია 2025 წლის ივლისიდან. ჩვენ მანამდე უნდა მომემზადოთ და ყველა ძაღლი დავარეგისტრიროთ.

 

 

შესაძლებელია, შეგვეზღუდოს ჩვენივე ძაღლების გამრავლება და მოგვიწევს მხოლოდ და მხოლოდ საშენში მისვლა და თუ მოგვინდება ხელახლა ყიდვა, ხელახლა უნდა ვიყიდოთ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner