logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს უნდა გადასცეს
- +

23 თებერვალი. 2024. 01:08

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ცხედარი დედამისს უნდა გადასცეს.

 

 

"რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაუბრუნოს მას შვილის ცხედარი და კონკრეტული პასუხი გასცეს კითხვას, რა დაემართა ალექსეი ნავალნის და აღიარონ, რომ პასუხისმგებელნი არიან მის გარდაცვალებაზე", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

 

მანამდე ლუდმილა ნავალნაიამ, გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დედამ, განაცხადა, რომ მას შვილის ცხედარი აჩვენეს და აღნიშნა, რომ გამომძიებლები მას ემუქრებოდნენ, რომ დათანხმდებოდა მისი შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner