„სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ჩვენი აზრით, არ შესრულებულა სომხეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება დარჩეს ჩვენი ყურადღების გარეშე. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა ამ შეთანხმებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგში“, - განაცხადა ფაშინიანმა „France 24“-თან ინტერვიუში.
სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო დახურვის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, პრემიერმა უპასუხა რომ „ამ დროისთვის ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს“.