logo_geo
eng_logo
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდება
- +

23 თებერვალი. 2024. 10:42

 

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი, რომელიც შენობის რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმებას ითხოვს, პრემიერ ირაკლი კობახიძეს დღეს შეხვდება.

 

შეხვედრა 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.

 

შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილი მოითხოვს, გაუქმდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ.

 

კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

 

სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ ამ მიმართულებით 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner