ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს პასუხობს და ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტს არ უღირს საქართველოში დაბრუნება, რადგან თუ ჩამოვა, მას დაიჭერენ.
„ძალიან მეეჭვება, სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება გაბედოს. ის უკრაინაში მოქმედი და თანაც თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა, აქვს უკრაინული ცხოვრება, რომელიც ჯერჯერობით აშკარად მოსწონს. მეეჭვება, გარისკოს და ამ ყველაფერზე უარი თქვას სრულიად გაუგებარი პერსპექტივის გამო. ვერ ვიტყვი, რომ მას რისკი არ ახასიათებს, მაგრამ, როგორც წესი, არ უყვარს ბრმა რისკი. მან მშვენივრად იცის, რომ თუ აქ ჩამოვა, დაიჭერენ - ამჟამინდელ ხელისუფლებას სხვა გზა არც ექნება... სააკაშვილი ამას არ ჩაიდენს.
ოდესის გუბერნატორმა ისიც კარგად იცის, რომ თუ ქვეყანაში პროტესტი გამწვავდა, მისი ობიექტი თვითონაც იქნება. სააკაშვილს აქ ჩამოსვლა, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს..." - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.