„წელს სალომე ზურაბიშვილის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა. შარშან მოწვეული იყო და არ მოვიდა. მიზეზი მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი, რატომ არ მოვიდა. შესაბამისად, შარშან არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს მის საქციელთან დაკავშირებით, ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას შარშან ზურაბიშვილი იყო მოწვეული და არ გამოცხადდა, წელს მისი მონაწილეობა გათვალისწინებული არ ყოფილა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა მიწვეული და არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის.