მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლეცავეს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მოადგილესთან, გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.
ლეცავეს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ლეცავეს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტ დარბაზი, მინი სტადიონი, ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენი“ ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.