logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება არჩევნები და როგორც ჩანს, არსებობს სქემები უცხოური გავლენისა ქართულ პოლიტიკაზე
- +

23 თებერვალი. 2024. 12:40

 

 

ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება არჩევნები და როგორც ჩანს, არსებობს სქემები უცხოური გავლენისა ქართულ პოლიტიკაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა გამოავლინოთ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში პარტიის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ზოგადად პრობლემაა, როდესაც პოლიტიკაში ერევა უცხოური ფული.

 

„პირველი კითხვა არის მარტივი, ნორმალურია თუ არა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ხელფასები ერიცხებოდეთ უცხოეთიდან?! გუშინ „გირჩის“ წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ასეთი სისტემები არის. ამაზე საჯაროდ არაერთხელ მითქვამს და გუშინაც ვთქვი. მაგალითი, არის პარტია დროა და არსებობს ენჯეო დროა, ორივეს დამფუძნებელია ელენე ხოშტარია, ორივე რეგისტრირებულია ელენე ხოშტარიას პირად მისამართზე. ორივეს ხელმძღვანელია ელენე ხოშტარია. ერთია პარტია, მეორეა ენჯეო. თავად ხოშტარიას აღიარებითვე ენჯეო „დრო“ იღებს დაფინანსებას ევროპის დემოკრატიის ფონდისგან და მისივე აღიარებით, ამ თანხას ისინი იყენებდნენ წინასაარჩევნოდ. აქედან დასკვნა, ეს ენჯეო, რომელიც სახელით მას არც ცალკე ვებგვერდი აქვს, არც ემბლემა, არაფერი აქვს, ეს არის ყალბი, ასე ვთქვათ ფუტლარი შექმნილი ცალკე საბანკო ანგარიშისთვის, რომ უცხოური ფონდის ფულით გადაუხადონ ხელფასი პოლიტიკურ ლიდერებს და პოლიტიკური პარტიის წევრებს. შესაბამისად, ფაქტია, ამ ერთ კონკრეტულ მაგალითზე რომ ვისაუბრებთ, უცხოური დაფინანსებით ხელფასს იღებენ ქართველი პოლიტიკოსები. შეგახსენებთ, რომ იგივე ფონდი აფინანსებს „სირცხვილიას“, იმავე ფონდმა გადაიხადა ნიკა მელიას გირაო, შეგახსენებთ, რომ ამ ფონდის დაფინანსება საქართველოში არის დაფარული. არავინ არ იცის, რას აფინანსებენ. ვთანხმდებით თუ არა, რომ ეს არის პრობლემა?! კანონით რომ აკრძალულია, ეს ფაქტია და ყველა ქვეყანაში აკრძალულია. ეს არის ზოგადად პრობლემა, როდესაც პოლიტიკაში ერევა უცხოური ფული. ეს არის უცხოური გავლენების პრობლემა პოლიტიკაში. ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება არჩევნები და როგორც ჩანს, არსებობს სქემები უცხოური გავლენისა ქართულ პოლიტიკაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა გამოავლინოთ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში პარტიის შემადგენელი ნაწილია. გარწმუნებთ, ბევრია ასეთი და გუშინ თქვა კიდეც სანდრო რაქვიაშვილმა. გამოავლინეთ ასეთი ორგანიზაციები, ნახეთ ვისგან ფინანსდებიან და მერე დაუსვით ამ პოლიტიკოსებს კითხვა, ვის ინტერესებს ატარებენ ისინი, ქართველი ხალხის თუ მათი დამფინანსებლების?!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner