„დღეს პატივს მივაგებთ იუნკერთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას შესწირეს თავი“, - ამის შესახებ თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ მარად ახალგაზრდა გმირების ამბავი არის და იქნება სამშობლოს სიყვარულის, სიმამაცის, შეუპოვრობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამორჩეული მაგალითი კიდევ მრავალი თაობისთვის.
„დღეს პატივს მივაგებთ იუნკერთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას შესწირეს თავი.
აქვე, არ შეიძლება, არ გავიხსენოთ მარო მაყაშვილი, რომელსაც ბოლო წუთამდე სწამდა გამარჯვების.
ამ მარად ახალგაზრდა გმირების ამბავი არის და იქნება სამშობლოს სიყვარულის, სიმამაცის, შეუპოვრობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გამორჩეული მაგალითი კიდევ მრავალი თაობისთვის“, - წერს კახა კალაძე.