logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ევროპელი კოლეგები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომელიც ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან
- +

23 თებერვალი. 2024. 14:20

 

 

ჩვენი ევროპელი კოლეგები არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან ბრიუსელში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. კობახიძის თქმით, 9 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით მათ ევროპელ კოლეგებთან საუბარი ცალკეულ პუნქტზე ჰქონდათ.

 

„ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვქონდა გულწრფელი საუბარი. რა თქმა უნდა, შევეხეთ 9 პრიორიტეტს. თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი. გავაცანით ჩვენი ხედვები. ასევე, გავაცანით ჩვენი ხედვები პროცესთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში. რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner