ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - 419 კოლოფი ელექტრო სიგარეტი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 109,48 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.