„ქალბატონ რობერტა მეცოლასთან ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკრეტულად იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება გაუგებრობებს, რომლებიც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენ გახსოვთ, 2022 წელს მიიღეს 3 სხვადასხვა რეზოლუცია, აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია, რომელთა გაკრიტიკება მოგვიწია. მადლობა მათ შორის რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ ამის შემდეგ დამკვიდრდა სწორი პრაქტიკა და ასეთი რეზოლუციები უკვე დიდი ხანია აღარ მიიღება ევროპარლამენტის მიერ. შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ პროცესებზე გავლენა იქონია. უნდა გამოვთქვათ პოზიტიური იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით“, - აღნიშნა კობახიძემ.