“ჩვენი ვალია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის გამომდინარე მისი ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ 600-ზე მეტ აქტს, რეზოლუციას, განცხადებას და პოლიტიკურ აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინის მხარდაჭერას.
„რაც შეეხება ომის საკითხს, რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ეს შედეგები, რომელიც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მძიმეა შედეგები პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის, ძალიან რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში, დღეს რუსეთს აქვს ორ ნახევარჯერ მეტი ტერიტორია ოკუპირებული უკრაინის მიწაზე, ვიდრე ჰქონდა ომის დაწყებამდე, არის უამრავი ლტოლვილი და დევნილი, მოსახლეობის მეოთხედი 40 მილიონიდან დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი არის ქცეული ლტოლვილად ან დევნილად, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური კუთხით აქვს უმძიმესი პრობლემები უკრაინას, 2022 წელს 30 პროცენტით შემცირდა უკრაინის ეკონომიკა, მსხვერპლი არის ძალიან დიდი, ეს არის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მათ შორის გამომდინარე მისი ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. ჩვენ 600-ზე მეტ აქტს, რეზოლუციას, განცხადებას და შემდეგ პოლიტიკურ აქტს დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინის მხარდაჭერას, ზოგადად, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას და გარდა ამისა თქვენ იცით, რომ ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება, უკრაინას ვუსურვებ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ბუნებრივია ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ.
სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საკითხზე უჭირთ საუბარი ჩვენს პარტნიორებს, ჩვენ გვქონდა მათ შორის ამ თემაზე საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, პარტნიორებთან ბრიუსელში ზოგადად და ზუსტად თუ როგორ დასრულდება ომი ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.