logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის გზავნილი, რომ დიახ - საქართველო, მისი ხელისუფლება ერთგულია თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის
- +

23 თებერვალი. 2024. 18:05

 

 

ირაკლი კობახიძემ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი, როდესაც ევროკავშირის დედაქალაქში გააკეთა პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ეს ვიზიტი არის გზავნილი, რომ დიახ - საქართველო, მისი ხელისუფლება ერთგულია თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის და ეს გზავნილია ზუსტად, როდესაც პირველად ახალი პრემიერი ჩავიდა ბრიუსელში, ჩაატარა უმაღლესი დონის შეხვედრები. პრემიერმა ევროკავშირის დედაქალაქიდან წამოიღო საკმაოდ კარგი მოლოდინები“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner