logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დღემდე არ ვიცით, ვინ, რა პროექტში, რა თანხას იღებს
- +

23 თებერვალი. 2024. 18:08

 

 

დღემდე არ ვიცით, ვინ რა პროექტში, რა თანხას იღებს! ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, ტაივანიდან ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც ამავდროულად არის პოლიტიკური აქტორი და რეალურად ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უცხოური ორგანიზაციების მიერ პარტიების შესაძლო დაფინანსების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

 

„თუ იურიდიულადაც, მტკიცებულების მაღალი სტანდარტით დადასტურდება პირდაპირი ბმა ფინანსებისა პოლიტიკურ საქმიანობასთან და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ უნდა ველოდოთ, არამედ შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, არსებული კანონმდებლობის თანახმად იმოქმედონ. მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების საფუძველზე, არამედ იურიდიული საფუძვლების გამოყენებით, იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით ეს დადასტურდება.

 

დღემდე არ ვიცით, ვინ, რა პროექტში, რა თანხას იღებს. ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, ტაივანიდან ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც ამავდროულად არის პოლიტიკური აქტორი და რეალურად არის ხაზარაძის პარტიის წარმომადგენელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner