ავტორი მარიამ პაიჭაძე
„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორთან" საუბარში პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება. მჟავანაძე დარწმუნებულია, რომ ეს აუდიოჩანაწერი თავად ნიკა გვარამიას გავრცელებულია.
„ადრეც მითქვამს და ახლაც დავრწმუნდით რომ ეს ყველა ერთი გუნდია. ბურჭულაძეზე არსებობს კომპრომატი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ შეუთანხმებდა ნიკა გვარამიას მისმა ბლოკის წევრებმა რა უნდა ილაპარაკონ. ფაქტობრივად დღეს ეს ყველაფერი გაიშიფრა. პაატა ბურჭულაძე იმდენად შეშინებულია და იმდენად მორჩილებაშია „ნაციონალური მოძრაობის", რომ გავარამის წინაშეც კი ცახცახებს, დირექტივებს იღებს მისგან, რომ თუ გვარამია ეტყვის, მოარჯულებს თავისი პარტიის წევრებს.
დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ეს ჩანაწერი თავად გვარამიას მიერ არის გავრცელებული. გვარამიამ ამითი ბურჭულაძესაც გაუფუჭა სიტუაცია და დაარწმუნა საოგადოება, რომ პაატა ბურჭულაძე სხვებისგან მართულია და არ არის დამოუკიდებელი პერსონა და ხელისუფლების მიმართაც წარმართა ისრები, თითქოს ხელისუფლება ხალხს უსმენს", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.