logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ
- +

23 თებერვალი. 2024. 22:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ.

 

 

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კლინიკასთან დაკავშირებული ვითარება.

 

 

მთავრობის მეთაურმა მედიკოსებისგან მოისმინა ინფორმაცია, არგუმენტები და მოსაზრებები პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებზე. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რათა პროცესი არ დაზიანდეს და როგორც საზოგადოებრივი, ასევე მედპერსონალის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

 

 

შემდეგი შეხვედრა გაიმართება ხვალ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრება. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner