logo_geo
eng_logo
ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპა მხარს უჭერს პოლონელ ფერმერებს
- +

23 თებერვალი. 2024. 23:06

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა პოლონელ ფერმერებს. 

 

 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საჭიროა პოლონეთის საზღვრის განტვირთვა.

 

 

"ევროპა მხარს უჭერს პოლონელ ფერმერებს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის ექსპორტის გაზრდას შავი ზღვის გავლით, რათა შევამსუბუქოთ ზეწოლა პოლონეთის სახმელეთო საზღვარზე", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

პოლონელი ფერმერები უკრაინის მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს და უკრაინელი გადამზიდებისთვის დაწესებულ საბაჟო შეღავათებს აპროტესტებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ფერმერების პროტესტს პოლიტიკური სარჩული აქვს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner