logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინას მხოლოდ იარაღი სჭირდება, თუმცა დასავლეთში ყველას არ უნდა უკრაინის გამარჯვება
- +

23 თებერვალი. 2024. 23:07

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ იარაღი სჭირდება, თუმცა დასავლეთში ყველას არ უნდა უკრაინის გამარჯვება.

 

 

"არსებობს სამი კომპონენტი, რომელიც უკრაინას სჭირდება: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

 

 

ოლექსი დანილოვმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ დასავლეთში ყველას არ სურს უკრაინის ომში გამარჯვება.

 

 

"რომ ნდომებოდათ ჩვენი გამარჯვება, დროულად მოგვაწვდიდნენ თანამედროვე იარაღს", - განაცხადა დანილოვმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner