უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ იარაღი სჭირდება, თუმცა დასავლეთში ყველას არ უნდა უკრაინის გამარჯვება.
"არსებობს სამი კომპონენტი, რომელიც უკრაინას სჭირდება: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.
ოლექსი დანილოვმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ დასავლეთში ყველას არ სურს უკრაინის ომში გამარჯვება.
"რომ ნდომებოდათ ჩვენი გამარჯვება, დროულად მოგვაწვდიდნენ თანამედროვე იარაღს", - განაცხადა დანილოვმა.