უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დროში სომხეთს ვიზიტით შეიძლება ეწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხური გამოცემა Factor TV-ს ინფორმაციით, ვიზიტის თარიღი საბოლოოდ არ არის დადასტურებული, მაგრამ ზელენსკი ერევანში უკვე მარტში შეიძლება ჩავიდეს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თარიღის თაობაზე.