პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კომიტეტთან არსებული ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოში ავტორიზებული 30 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს შეხვდა.
გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდობის საკითხებზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე.
„სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს გავაცანი კომიტეტში ახალშექმნილი ახალგაზრდულ საქმეთა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა. შეხვედრაში 30-მა უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა. მოვისმინეთ ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს. განვიხილეთ ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილი ახალი ინიციატივები და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.