უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ავდიივკას დაცემის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინას F16 ტიპის გამანადგურებლები რომ მიეღო.
"F16 ტიპის გამანადგურებლები რომ გვქონოდა, [რუსები] ავდიივკას ვერ აიღებდნენ. ჩვენ შეგვეძლო მათი [რუსეთის ძალების] გაძევება ჩვენი ტერიტორიიდან", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.
17 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა დატოვა