logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს
- +

24 თებერვალი. 2024. 11:52

 

 

უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და უკვე ნამდვილად არის დრო, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ და ინტენსიურ დონეზე გადავიდეს, იქნება ეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები თუ მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა. ეს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ სტრატეგიულ დონეზე გადავიდეს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთსა და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner