logo_geo
eng_logo
ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
- +

24 თებერვალი. 2024. 17:16

 

 

ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

 

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner