პარლამეტნის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, ბრიუსელში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყნის როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ალიანსის მხრიდან საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
შეხვედრაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, NATO-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვიქტორ დოლიძე და NATO-სა და ევროკავშირში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ.