logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად და პრაქტიკულად უფრო ხელშესახები გახდეს საქართველოსთვის
- +

24 თებერვალი. 2024. 18:38

 

 

აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მეტი გვინდა და არ გვაკმაყოფილებს დღეს არსებული ვითარება, ამიტომაც იყო, რომ ირაკლი კობახიძემ ელჩთან შეხვედრაზე სწორედ ის ვითარება აღწერა, რაც დღეს არსებობს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„ამ ვითარების აღწერის მიზანი იყო სწორედ ის, რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად და პრაქტიკულად უფრო ხელშესახები გახდეს საქართველოსთვის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner